logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: რა ამბავში იყვნენ ცალკე რადიკალური ოპოზიციის, მათი არასამთავრობოები და ცალკე პარტიული-პროპაგანდისტული ტელევიზიები. კანდიდატის სტატუსს თან ფინანსური დახმარებები მოსდევდაო! და რა აღმოჩნდა? მსგავსი რამ არც კი განიხილება
- +

14 ივლისი. 2022. 13:38

 

 

„გახსოვთ ალბათ, რა ამბავში იყვნენ ცალკე რადიკალური ოპოზიციის, ცალკე მათი არასამთავროები და ცალკე პარტიული-პროპაგანდისტული ტელევიზიები: ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ მივიღეთ დავიღუპეთო“, - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცერის ინტერვიუს, სადაც ის ამბობს, რომ კანდიდატის სტატუსი დამატებით დაფინანსებაზე ავტომატურ წვდომას არ გულისხმობს.

 

როგორც ნიკოლეიშვილი წერს, მისი შეკითხვა მდგომარეობს შემდგომში - თუ ვინ იტყუება, რადიკალური ოპოზიცია, მათი არასამთავროები თუ პარტიული-პროპაგანდისტული ტელევიზიები?

 

„გახსოვთ ალბათ, რა ამბავში იყვნენ ცალკე რადიკალური ოპოზიციის, ცალკე მათი არასამთავროები და ცალკე პარტიული-პროპაგანდისტული ტელევიზიები: ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ მივიღეთ, დავიღუპეთო (ამ ხელისუფლებამ დაგვღუპაო!) ! კანდიდატის სტატუსს თან კოლოსალური ფინანსური დახმარებები და შესაძლებლობები მოსდევდაო! და რა აღმოჩნდა? მსგავსი რამ არც კი განიხილება და ბუნებაშიც არ არსებობს! და ვინ ადასტურებს ამ ყოველივეს? - ღრმად პატივცემული ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი! ჩემი შეკითხვა შემდგომში მდგომარეობს - ვინ იტყუება, რადიკალური ოპოზიცია, მათი არასამთავროები თუ პარტიული-პროპაგანდისტული ტელევიზიები? თუკი ბატონი ჰარცელი იტყუება, როცა ამბობს, რომ „კანდიდატის სტატუსი დამატებით დაფინანსებაზე ავტომატურ წვდომას არ გულისხმობსო“, გამოდით და დაგმეთ, აგინეთ, გალანძღეთ, უწოდეთ პრორუსი და ათასი ჯანდაბა! რა, არ გაგიკეთებიათ თუ გერიდებათ? აბა ჰე, მორიდება არ იყოს!“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი ფეისბუქზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner