„საქართველოს ახალგაზრდა ეროვნული ალიანსის" თავმჯდომარე გიორგი გაბედავა სოციალურ ქსელში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ მისი გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციების გამართვას გეგმავს.
„საქართველოს სამარცხვინო პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ძალიან მალე დავიწყებ საპროტესტო აქციებს! იმედი მაქვს, ყველა ახალგაზრდა შემომიერთდება, ვინც ეროვნულად აზროვნებს და ვისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოს ეროვნული იდეოლოგიის გამყარება!!!" - წერს გიორგი გაბედავა.