logo_geo
eng_logo
ვოლოდიმირ ზელენსკი ვინიცაში რუსულ სარაკეტო თავდასხმაზე - რა არის ეს, თუ არა ღია ტერორისტული აქტი? მკვლელი ქვეყანა, ტერორისტული ქვეყანა
- +

14 ივლისი. 2022. 15:02

 

 

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ქალაქ ვინიცაში რუსეთის მიერ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას ეხმიანება და აცხადებს, რომ რუსეთი მკვლელი და ტერორისტული ქვეყანაა.

 

„ვინიცა. სარაკეტო დარტყმა ქალაქის ცენტრში. არიან დაჭრილები და გარდაცვლილები, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი. რუსეთი ყოველდღიურად ანადგურებს მშვიდობიან მოსახლეობას, კლავს უკრაინელ ბავშვებს, მიმართავს რაკეტებს სამოქალაქო ობიექტებზე. იქ, სადაც სამხედრო არაფერია. რა არის ეს, თუ არა ღია ტერორისტული აქტი? არაადამიანები. მკვლელი ქვეყანა. ტერორისტული ქვეყანა“, - წერს ზელენსკი „ტელეგრამში“.

 

ცნობისთვის, უკრაინის ქალაქ ვინიცაში რუსეთმა სარაკეტო თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც დაიღუპა მინიმუმ 12 და დაშავდა 25 ადამიანი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner