მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ, ქვეყნის არმიის თანამედროვედ აღჭურვის აუცილებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ, რუსეთის მხრიდან პოტენციური თავდასხმისთვის, მოლდოვა მზად უნდა იყოს.
„თუ რუსეთი თავს დაესხმება, რა ვქნათ? თოხით ხომ არ გავაგზავნით ჯარს ჩვენს დასაცავად? ჩვენ არ გვინდა ომში ჩაბმა, მაგრამ ეს რეალობაა, რისთვისაც უნდა მოვემზადოთ. ოპოზიციის ყველა დისკუსია მცდარია, რადგან ევროკავშირმა თქვა, რომ მას შეუძლია შემოგვთავაზოს არალეტალური აღჭურვილობა, თუნდაც ჩვენ საბრძოლო მასალა გვჭირდებოდეს. ჩვენ სერიოზულად უნდა გავაანალიზოთ ეროვნული არმიის აღჭურვილობის დონე. თუ ჯარი გვყავს, ის უყურადღებოდ, დაუდევრად არ უნდა დავტოვოთ. ელემენტარული რაღაცები უნდა გავაკეთოთ. არ არის სწორი ჯარის ყოველგვარი აღჭურვილობის გარეშე შენარჩუნება, რომელიც თავის დაცვაში დაგვეხმარება. ერთადერთი დაპირება, რომელიც ევროკავშირისგან გვაქვს, არალეტალურ იარაღს ეხება. ჩვენ არ გვინდა იარაღი მეზობლების წინააღმდეგ საბრძოლველად, როგორც ამას რუსეთი აკეთებს. ჩვენ გვინდა, სახლში უსაფრთხოდ ვიყოთ და გვსურს, თავს არავინ დაგვესხას. თუნდაც ჩვენი თავდაცვის სისტემაც ძალიან ცუდ მდგომარეობაში ყოფილიყო, რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ეს აგრესია რომ არ წამოეწყო, ჩვენ ალბათ, ამ დონეზე არ განვიხილავდით ჯარის აღჭურვის აუცილებლობას. როდესაც ვხედავთ, რას აკეთებს რუსეთი უკრაინაში, არასერიოზული იქნება, არ ვიფიქროთ, როგორ დავიცვათ თავი, თუ ასეთი ტრაგედია მოხდება. დიდი იმედი მაქვს, მსგავს რამეს არ გამოვცდით, მაგრამ ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული“, - განაცხადა სანდუმ.