ვიცე-პრემიერის, კახა კალაძის თქმით, პარტიებთან შეხვედრის დროს შეთანხმებებს პრემიერ -მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი უხელმძღვანელებს.
ამის შესახებ კახა კალაძე გადაცემა „არჩევნაში" ისაუბრა.
„მე მოვუსმინე დავით უსუფაშვილის განცხადებას და ეს სხვა კონტექსტით იქნა გამოტანილი სხვადასხვა სააგენტოების მიერ. რაც შეეხება ორპარტიულ შეთანხმებას და ზოგადად კოალიციაში შემავალ პარტიებთან შეთანხმებებს, ეს აუცილებლად იქნება. თითოეულ პარტიასთან იქნება შეხვედრა. ამ მოლაპარაკებებს უხელმძღვანელებს პრემიერ-მინისტრი," - განაცხადა კალაძემ.