logo_geo
eng_logo
ვინიცაში სარაკეტო თავდასხმას 20 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი ემსხვერპლა
- +

14 ივლისი. 2022. 17:37

 

 

უკრაინის მთავრობის განცხადებით, ქალაქ ვინიცაში რუსული ავიაციის მიერ განხორციელებულ სარაკეტო იერიშს 20 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი ემსხვერპლა. ამასთან, დაიჭრა და დაშავდა 90 ადამიანი. ამის შესახებ BBC წერს.

 

თავდასხმა ადგილობრივი დროით, 10:45 საათზე განხორციელდა. გავრცელებული ინფორმაციით, 3 რაკეტა საოფისე შენობას დაეცა. ასევე დაზიანდა ოფიცერთა სახლი და გვერდით მდებარე საცხოვრებელი სახლები.

 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მომხდარს ტერაქტი უწოდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner