უკრაინის მთავრობის განცხადებით, ქალაქ ვინიცაში რუსული ავიაციის მიერ განხორციელებულ სარაკეტო იერიშს 20 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი ემსხვერპლა. ამასთან, დაიჭრა და დაშავდა 90 ადამიანი. ამის შესახებ BBC წერს.
თავდასხმა ადგილობრივი დროით, 10:45 საათზე განხორციელდა. გავრცელებული ინფორმაციით, 3 რაკეტა საოფისე შენობას დაეცა. ასევე დაზიანდა ოფიცერთა სახლი და გვერდით მდებარე საცხოვრებელი სახლები.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მომხდარს ტერაქტი უწოდა.