დღეს ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ, მოადგილეებთან და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიასთან ერთად, მოქალაქეებთან მორიგი შეხვედრა გამართა, სადაც არსებულ საჭიროებებსა და პრობლემებზე ისაუბრეს.
„თანამოქალაქეებთან პირდაპირი კომუნიკაცია და მათ პრობლემებზე რეაგირება, ჩვენი სამუშაოს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნაწილია“, - განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.