logo_geo
eng_logo
გია ცაგარეიშვილი: ვარშალომიძემ, რომელიც პარლამენტში თვალით არავის უნახავს, უქნარობაში 57 000 ლარი აიღო ხელფასი
- +

14 ივლისი. 2022. 18:36

 

 

„ჩვენ გვჭირდება 9 ჩვენი კოლეგის ჩართულობა ამ პროცესში, ჩართულობა მათ შორის განხილვებშიც. აქ არ არის საუბარი მარტო ტექნიკურ მხარეზე, რომ შენ შემობრძანდები დარბაზში, დააჭერ მწვანე ღილაკს და აირჩევ სახალხო დამცველს. ღილაკს რომ ხელს აჭერ, მე მგონი, პასუხისმგებლობასაც იღებ იმ გადაწყვეტილებაზე, რომელსაც ეთანხმები ან არა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

 

„სახალხო დამცველის შერჩევის პროცედურა საკმაოდ რთული და შრომატევადია. დარბაზში შემოსვლას წინ არაფერი უდგას - გააღებ კარს, დააჭერ მწვანე ღილაკზე ხელს, მიიღებ თვის ბოლოს ხელფასს და შემდეგ დაიკარგები ისე, როგორც დაიკარგა 1 წლით ვარშალომიძე, რომელიც თვალით არავის უნახავს. ამ უქნარობაში 57 000 ლარი აუღია ხელფასი. არაფერში აიღო 57 000 ლარი - იმაში, რომ სამსახურში არ დადიოდა“, - აღნიშნავს ცაგარეიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner