logo_geo
eng_logo
გია ცაგარეიშვილი: ევროკომისიის ყველა რეკომენდაცია უკლებლივ შესრულდება და ჩვენ არ ვაპირებთ, დროში გავწელოთ ამ რეკომენდაციების შესრულება
- +

14 ივლისი. 2022. 18:38

 

 

„ევროკომისიის ყველა რეკომენდაცია უკლებლივ შესრულდება და ჩვენ არ ვაპირებთ დროში გავწელოთ ამ რეკომენდაციების შესრულება,“ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

მისი თქმით, რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობა უკვე დაწყებულია.

 

„ჩვენთვის გეგმა დარჩა გეგმად, რეკომენდაციები - რეკომენდაციებად, რომელთა შესრულებაც უკვე დაწყებულია. ფაქტობრივად, ყოველდღიურად იმართება შეხვედრები შესაბამის კომიტეტებსა და ჯგუფებში. საკმაოდ ინტენსიური დიალოგი მიმდინარეობს არასამთავრობოებისა და ოპოზიციის იმ ნაწილთან, რომელიც ჩართულია ამ სამუშაო პროცესში. პროცესში ოპოზიციის ჩართულობას დიდი მნიშვნელობა აქვს და მოვუწოდებ ყველა ჩემ კოლეგას როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო ოპოზიციიდან შემოუერთდნენ ამ პროცესს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გადაგვივადა ჩვენ რეკომენდაციების შესრულების ვადა ევროკავშირმა პლუს ერთი წლით, სადღაც 2023 წლის შემოდგომამდე გვაქვს ვადა, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ დროში გავწელოთ ხელოვნურად რეკომენდაციების შესრულება. როგორც აღვნიშნე, რეკომენდაციების შესრულების პროცესი მიმდინარეობს და აქტიურ ფაზაში გადავა, როგორც კი დაიწყება საშემოდგომო სესია. სექტემბერ-ოქტომბერში ჩვენ უკვე რამდენიმე კანონპროექტი გვექნება მომზადებული მისაღებად, რასაც შესაბამის კომიტეტებში მოჰყვება ბჭობა. როგორც კი პირველი მოსმენით მივიღებთ ამ კანონპროექტებს, მყისიერად გადაიგზავნება ვენეციის კომისიაში შესაბამისი სამართლებრივი ექსპერტიზისთვის, იმ თხოვნით, რომ იქნებ დაჩქარდეს ექსპერტიზა, რომ დროზე დაგვიბრუნდეს ჩვენი ევროპელი კოლეგების შეფასებული კანონპროექტები, რათა წლის ბოლომდე იყოს ეს კანონპროექტები მიღებული. ყველა რეკომენდაცია უკლებლივ შესრულდება და ჩვენ არ ვაპირებთ, დროში გავწელოთ ამ რეკომენდაციების შესრულება“, - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner