logo_geo
eng_logo
Bloomberg: ევროკავშირი ზოგიერთი რუსი ფიზიკური პირისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს
- +

14 ივლისი. 2022. 18:44

 

 

ევროკავშირი ზოგიერთი რუსი ფიზიკური პირისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს მას შემდეგ, რაც ევროკავშირის იურისტებმა დაადგინეს, რომ აღნიშნული პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების საფუძველი შესაძლოა სუსტი იყო. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

როგორც სააგენტო Bloomberg იუწყება, ევროკავშირის სასანქციო სიაში მოხვედრილმა დაახლოებით 30 პირმა სასამართლოს მიმართა და სასანქციო სიიდან ამოღება მოითხოვა.

 

წყაროების ინფორმაციით, ევროპული საბჭოს იურიდიულმა სამსახურმა ევროკავშირის ელჩებს აცნობა, რომ ზოგიერთი მოთხოვნა გამართლებული იყო, რადგან სანქცირებული პირების მიერ მოწოდებული ინფორმაცია აჩვენებდა, რომ სანქციების საფუძველში არსებული მტკიცებულებები სუსტი, მოძველებული ან არასწორი იყო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner