გასული წლის 18 ოქტომბერს მოკლული ანასტასია შატალოვას განზრახ ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა.
შატალოვას მკვლელობის საქმეზე სულ სამი ბრალდებული იყო - ბექა ლატარია, ბიძინა ხასია და ლევან რაჯავა.
ბექა ლატარია სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, დამნაშავედ ცნეს საქმეზე დაკავებული ბიძინა ხასია, რომელსაც 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხოლო ლევან რაჯავას 4 წლიანი პატიმრობა შეეფარდა.
შეგახსენებთ, გასული წლის 18 ოქტომბერს ანასტასია შატალოვა სადარბაზოსთან მოკლეს. ქალს მკვლელმა 10-მდე ტყვია ესროლა. ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე სამი პირი დააკავეს.
მკვლელობის მოტივი ჯერ არ გავრცელებულა.