logo_geo
eng_logo
ირინა სარიშვილი: უცნაური დღეა დღეს ჩემთვის...
- +

19 აგვისტო. 2016. 14:50



პარტია „იმედის" ლიდერი ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:


„უცნაური დღეა დღეს ჩემთვის.

 

გიას დაბადების დღე და 7 წლის განმავლობაში ამ თარიღის ძალიან მხიარულად და ძალიან ვიწრო წრეში აღნიშვნა.

 

მერე რაც გია წავიდა, ბევრი წელი დღევანდელის ჩათვლით, ის, რაც არ ითქმის.

 

და უკვე 5 წელია, იმას, რაც არ ითქმის, დაემატა მამას გარდაცვალება. მამაც ამ დღეს წავიდა 5 წლის წინ, გიას დაბადების დღეს, და დედამ ქაშვეთიდან გიას საფლავიდან მოსულმა გაიგო, რომ მამა აღარ იყო...

 

დღეს აღარც დედა არის.

 

გიას მშობლებიც აღარ არიან.

 

ვინც ვართ ჯერ კიდევ, სიცოცხლე გრძელდება.

 

გილოცავთ დღევანდელ დღეს და ყველაფერი სასიკეთოდ შეცვლილიყოს ჩვენს ცხოვრებაში", - წერს ირინა სარიშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner