logo_geo
eng_logo
ილია დარჩიაშვილი NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა
- +

14 ივლისი. 2022. 20:10

 

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილსა და NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელ ალექსანდრ ვინნიკოვს შორის შეხვედრა გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

უწყების ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს საქართველო-NATO-ს თანამშრომლობის ძირითადი ასპექტები, ქვეყნის ალიანსში ინტეგრაციის პროცესი და არსებული მექანიზმები, მათ შორის, საქართველოს წლიური ეროვნული პროგრამა. ასევე, ისაუბრეს NATO-ს 2022 წლის მადრიდის სამიტის შედეგებზე, საქართველოს კონტექსტში სამიტის გადაწყვეტილებებისა და NATO-ს ახალი სტრატეგიული კონცეფციის მნიშვნელობაზე.

 

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ NATO-ს მადრიდის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები დადებით გავლენას მოახდენს საქართველოს ალიანსში ინტეგრაციის პროცესზე. ამ კუთხით ყურადღება გამახვილდა სამიტის ფარგლებში საქართველოზე მორგებული მხარდაჭერის ზომების დოკუმენტის მიღებაზე და NATO-ს ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში ღია კარის პოლიტიკის აქტუალობისა და საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივების ჯეროვნად ასახვაზე. NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ვინნიკოვმა დადებითად შეაფასა ალიანსში ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. შეხვედრისას კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი NATO-საქართველოს ურთიერთქმედების გაღრმავებისა და ინტეგრაციის პროცესის დაჩქარების მნიშვნელობას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner