რუმინეთში ამერიკული სამხედრო უპილოტო თვითმფრინავი ჩამოვარდა. აღნიშნულის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.
ამავე ინფორმაციით, უპილოტო თვითმფრინავი MQ-9 Reaper ავიაბაზასთან ჩამოვარდა.
რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა ვასილ დინჩუმ განაცხადა, რომ თვითმფრინავი საწვრთნელ მისიას ასრულებდა.
„მსხვერპლი არ მოჰყოლია. ის ტრიალ მინდორზე ჩამოვარდა. ჩვენ და ამერიკელები საწვრთნელ მისიას ერთად ვატარებთ“, - აღნიშნა მინისტრმა.
მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ავარიის მიზეზებს ჯერჯერობით ვერ ასახელებს, თუმცა ყველაზე ხშირად მიზეზი ტექნიკური პრობლემებია.