ვიდრე აშშ არსებობს, ისრაელი არასდროს იქნება მარტო, - განაცხადა ისრაელში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.
„როდესაც ისრაელის აყვავებას ვხედავ, როდესაც ისრაელის დამფუძნებელი მამებისა და დედების ოცნებების რეალობად ქცევას ვხედავ, რომლითაც ისრაელის შვილები დღეს ტკბებიან, ჩემთვის ეს სასწაულის ტოლფასია“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.
„ისრაელი ქვეყანაა, რომელიც არასდროს იქნება მარტო, რადგან მანამ, სანამ აშშ არსებობს, თქვენ არასდროს იქნებით მარტო“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.