logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე ევროპარლამენტარებს: პატივი ეცით ჩვენს სუვერენიტეტს, თავი შეიკავეთ სიცრუეზე დაფუძნებული მენტორული გამოსვლებისგან
- +

14 ივლისი. 2022. 21:01

 

 

„გუშინ ევროპარლამენტართა მხრიდან საქართველოს საწინააღმდეგო გამოსვლები ვიხილეთ, მათი რიტორიკა არა მმართველი გუნდის, არამედ ზოგადად საქართველოს წინააღმდეგ იყო მიმართული. ეს იყო მართული შეტევა საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევად უნდა შეფასდეს“, - ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.

 

მისი თქმით, ივანიშვილი ოლიგარქი არ არის, ის ოლიგარქის არცერთ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს:

 

„ისე ჩანს რომ ევროპარლამენტარებს ქართველი ხალხის არ ესმით, მათ არ ესმით რას ნიშნავს კანონის უზენაესობა და ა.შ. ვინმე გრეგოროვა მმართველ გუნდს ოპოზიციასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს, რეალურად კი მიუხედავად მმართველი გუნდის არაერთგზის შეთავაზებისა, ოპოზიცია უარს ამბობს თანამშრომლობაზე. ფოტიგას განცხადებით კი სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს, მერე რა რომ სააკაშვილის ბრალეულობა არათუ ქართულმა, არამედ ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, ის თავისუფალი უნდა იყოს, რადგან ეს მის მეგობრებს სურთ. ეს ხომ საქართველოს და იმ ადამიანების დაცინვაა, რომელთა ცხოვრებაც სააკაშვილმა ჯოჯოხეთად აქცია (ნაწილი გარდაცვლილია). როგორ შეიძლება ერთ დღეს კანონის უზენაესობაზე გვესაუბრებოდეთ, მეორე დღეს კი კანონის დარღვევას გვთხოვდეთ? ზოგიერთი უფრო შორს წავიდა და დეოლიგარქიზაცია დაგვიკონკრეტა, ტერმინის მიღმა დებიძინიზაცია იგულისხმებაო. ივანიშვილი ოლიგარქი არ არის, ის ოლიგარქის არცერთ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს, განსხვავებით კეზერაშვილისგან, სააკაშვილისგან და ა.შ. რომელთა ქონებაც არასამართლიანი და ბუნდოვანი გზით მოიპოვეს....

 

ძვირფასო ევროპარლამენტარებო, მოგვეცით უფლება, საქართველოს შიდა საქმეები ქართველებმა მოვაგვაროთ, პატივი ეცით ჩვენს სუვერენიტეტს, თავი შეიკავეთ სიცრუეზე დაფუძნებული მენტორული გამოსვლებისგან, რომელიც ქართულ საზოგადოებას თქვენს წინააღმდეგ განაწყობს“, - აცხადებს დავით ჩიხელიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner