logo_geo
eng_logo
ალექსეი არესტოვიჩმა განმარტა, რა აკლია უკრაინის შეიარაღებულ ძალებს კონტრშეტევისთვის
- +

14 ივლისი. 2022. 23:04

 

 

„კონტრშეტევაზე გადასვლისთვის უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ჯავშანტექნიკის სოლიდური რაოდენობა სჭირდება“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.

 

არესტოვიჩის თქმით, კიევი ჯავშანტექნიკის მიწოდებას ელოდება.

 

„პარტნიორები უკრაინას აგვისტოს შუა რიცხვებში ან ამ თვის მეორე ნახევარში გადასცემენ ჯავშანტექნიკას იმ ოდენობით, რაც საშუალებას მისცემს გააკეთონ კიდევ უფრო მეტი და საინტერესო. საარტილერიო ცეცხლით ჩვენ მეტ-ნაკლებად გამოვასწორეთ სიტუაცია. ახლა ის რაც ყველაზე მეტად გვჭირდება კონტრშეტევაზე გადასასვლელად, ეს არის ჯავშანტექნიკის სოლიდური რაოდენობა“, - განმარტა ალექსეი არესტოვიჩმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner