იტალიის პრეზიდენტმა სერჯიო მატარელამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მარიო დრაგის გადადგომის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
მატარელას ოფისის განცხადებაში აღნიშნულია, რომ პრეზიდენტმა „არ დააკმაყოფილა გადადგომის მოთხოვნა და პრემიერ მინისტრი პარლამენტში განცხადების გასაკეთებლად მიიწვია“.
შეგახსენებთ, იტალიაში პოლიტიკური კრიზისი პოპულისტური პარტიის „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობის” მიერკოალიციიდან გასვლამ გამოიწვია.