ოკუპირებულ აფხაზეთში, ე.წ. საზღვარზე, აფხაზმა მესაზღვრემ კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი 6 წლის მოზარდი უსაბუთოდ გაატარა.
შემთხვევა რამდენიმე დღის წინათ მოხდა.
თვითმხილველებმა „პირWელს" განუცხადეს, რომ ენგურის ცენტრალურ ხიდზე მყოფი აფხაზი მესაზღვრე რუს ე.წ. მესაზღვრეებს დაუპირისპირდა და მათი წინააღმდეგობის მიუხედავად, ე.წ. საბუთების არქონის მიუხედავად, მცირეწლოვანი ბავშვი, მშობლებთან ერთად, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოატარა.
ამ ქმედებით აფხაზმა მესაზღვრემ საკუთარი თავი საფრთხის წინაშე დააყენა. მესაზღვრე ამბობდა, რომ მის დედას ონკოლოგიური დაავადება აქვს, რომელსაც ქართველი ექიმები მკურნალობენ.
„დედაჩემს ქართველი ექიმები ცივ ნიავს არ აკარებენ. სამსახურიც რომ დავკარგო, ამ ბავშვს საზღვარზე გავუშვებ", - ამბობდა აფხაზი მესაზღვრე.
როგორც ცნობილია, დაშავებული მცირეწლოვანი მკურნალობას საქართველოში, ერთ-ერთ საავადმყოფოში გადის და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.