უკრაინაში აშშ-ის საელჩო უკრაინაში მყოფ ამერიკის მოქალაქეებს ქვეყნის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს. აშშ-ის საელჩო ასევე მოუწოდებს ამერიკის მოქალაქეებს, უკრაინაში არ გაემგზავრნონ.
„უსაფრთხოების ვითარება მთელ უკრაინაში კვლავ ძალადობრივი და არაპროგნოზირებადია, რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო თავდასხმების გამო. მოერიდეთ დიდ შეკრებებსა და ორგანიზებულ ღონისძიებებს, რადგან ისინი რუსეთის სამხედრო იერიშების სამიზნეები შეიძლება გახდნენ, მათ შორის [უკრაინის] დასავლეთ რეგიონებში“, - ნათქვამია განცხადებაში.