logo_geo
eng_logo
ზაალ ანჯაფარიძე მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადების შესახებ: ეს არის უმძიმესი სკანდალი და, რა თქმა უნდა, პირდაპირ კავშირშია იმ კოორდინირებულ შეტევებთან, რაც ქვეყნის გარედან მიმდინარეობს ხელისუფლების წინააღმდეგ
- +

15 ივლისი. 2022. 12:26

 

 

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმად, ჩხიკვაძე ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც მან „მთავარი არხის“ დირექტორის ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენი გამოაცხადა, თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში აშშ-ის საელჩოს ერთ-ერთი თანამშრომელს შეხვდა, რომელმაც საუბრისას გამოჰკითხა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და უთხრა, რომ ელჩს აინტერესებს, ამ საქმეზე რატომ მიიღო მან გამამტყუნებელი განაჩენი და განსაკუთრებით რატომ გამოიყენა სასჯელად თავისუფლების აღკვეთა.

 

მისი თქმით მოსამართლის განცხადება არის უმძიმესი სკანდალი, რომელსაც აქვს რამდენიმე, ასევე, მძიმე განზომილება - პოლიტიკური, სამართლებრივი და მორალურიც.

 

„ეს არის უმძიმესი სკანდალი, რომელსაც აქვს რამდენიმე ასევე მძიმე განზომილება - პოლიტიკური, სამართლებრივი და მორალურიც. ის ფარდას ხდის ბევრ რამეს, რაზედაც ადრე მხოლოდ ყურმოკვრით იცოდა ჩვენმა საზოგადოებამ და რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ კავშირშია იმ კოორდინირებულ შეტევებთან, რაც ქვეყნის გარედან მიმდინარეობს ხელისუფლების წინააღმდეგ“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner