„დამოუკიდებელი და სუვერენული საქართველო ნეოკოლონიალურ გამოხდომებს ვერავისგან მოითმენს! გვეყო, რაც საბჭოთა რეჟიმის დროს ვიწვნიეთ!“ - ასე გამოეხმაურა ანალიტიკოსი გია აბაშიძე მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის თანახმად ჩხიკვაძე ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც მან „მთავარი არხის“ დირექტორის ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენი გამოაცხადა, თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში აშშ-ის საელჩოს ერთ-ერთი თანამშრომელს შეხვდა, რომელმაც საუბრისას გამოჰკითხა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და უთხრა, რომ ელჩს აინტერესებს, ამ საქმეზე რატომ მიიღო მან გამამტყუნებელი განაჩენი და განსაკუთრებით რატომ გამოიყენა სასჯელად თავისუფლების აღკვეთა.
„დაუჯერებელია და გამაოგნებელია „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტი ევროპარლამენტარ გალერისა და აშშ-ის საელჩოს უსაქციელო კადნიერება, ჩაერიონ საქართველოს მართლმსაჯულებაში. ამგვარი ქმედებები არის პირდაპირი და თავხედური ზეწოლა დამოუკიდებელი საქართველოს სასამართლო სისტემაზე, კანონის უზენაესობაზე. კარგია, რომ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ საჯაროდ თქვა ის შოკისმომგვრელი მანკიერება, რაც მის გარშემო დაატრიალა აშშ-ის საელჩომ. დამოუკიდებელი და სუვერენული საქართველო ნეოკოლონიალურ გამოხდომებს ვერავისგან მოითმენს! გვეყო, რაც საბჭოთა რეჟიმის დროს ვიწვნიეთ!“ - წერს გია აბაშიძე ფეისბუქზე.