logo_geo
eng_logo
ნინო ფოჩხუა: კელი დეგნანი, რომელიც კამერების წინ სასამართლოს დამოუკიდებლობაზე გვესაუბრება, თურმე კულისებში უხეშად ერევა სასამართლოს გადაწყვეტილებებში
- +

15 ივლისი. 2022. 13:04

 

 

„ქალბატონი კელი დეგნანი, რომელიც კამერების წინ სასამართლოს დამოუკიდებლობაზე გვესაუბრება, თურმე კულისებში უხეშად ერევა სასამართლოს გადაწყვეტილებებში, აიძულებს მოსამართლეს გაათავისუფლოს სისხლის სამართლის დამნაშავე და ასე რომ არ ხდება, უბლოკავს მოსამართლეს ამერიკაში ვიზიტს, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული!“ - ამ სიტყვებით ეხმაურება ექსპერტი ნინო ფოჩხუა მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადებას, რომლის თანახმად ჩხიკვაძე ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც მან „მთავარი არხის“ დირექტორის ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენი გამოაცხადა, თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში აშშ-ის საელჩოს ერთ-ერთი თანამშრომელს შეხვდა, რომელმაც საუბრისას გამოჰკითხა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და უთხრა, რომ ელჩს აინტერესებს ამ საქმეზე რატომ მიიღო მან გამამტყუნებელი განაჩენი და განსაკუთრებით რატომ გამოიყენა სასჯელად თავისუფლების აღკვეთა.

 

როგორც ფოჩხუა აღნიშნავს, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადება თავდაყირა აყენებს მითს აშშ-ის ურყევი მეგობრობის შესახებ, მან ამხილა ამერიკის საელჩო, რომელიც უხეშად ერევა სუვერენული ქვეყნის დამოუკიდებელი სასამართლოს გადაწყვეტილებებში.

 

„დაუჯერებელია ეს ყველაფერი! მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ამხილა ამერიკის საელჩო, რომელიც უხეშად ერევა სუვერენული ქვეყნის დამოუკიდებელი სასამართლოს გადაწყვეტილებებში! თან ვის გათავისუფლებას ითხოვენ, იმ ადამიანის ხომ არა, ვინც სისხლის სამართლის დამნაშავეა და ქვეყნის ძალადობრივად გადატრიალების სათავეში დგას? მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის ეს განცხადება თავდაყირა აყენებს მითს აშშ-ის ურყევი მეგობრობის შესახებ. ქალბატონი კელი დეგნანი, რომელიც კამერების წინ სასამართლოს დამოუკიდებლობაზე გვესაუბრება, თურმე კულისებში უხეშად ერევა სასამართლოს გადაწყვეტილებებში, აიძულებს მოსამართლეს, გაათავისუფლოს სისხლის სამართლის დამნაშავე და ასე რომ არ ხდება, უბლოკავს მოსამართლეს ამერიკაში ვიზიტს. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული! ქართველ ხალხს ბევრის მოთმენა შეუძლია, მაგრამ უსამართლობის არა! იმედს ვიტოვებ, რაც დღეს აშშ-ის საელჩოში ხდება, რასაც კადრულობენ მისი თანამშრომლები, ეს არ არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის აშშ-ის ოფიციალური ხელისუფლების ქმედება“, - წერს ნინო ფოჩხუა ფეისბუქზე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner