logo_geo
eng_logo
კასპის მუნიციპალიტეტის მერიაში სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს
- +

15 ივლისი. 2022. 13:38

 

 

კასპის მუნიციპალიტეტის მერიაში  საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

 

საინფორმაციო შეხვედრაზე შეკრებილებმა  სახალხო დამცველის, როგორც  დისკრიმინაციასთან ბრძოლის მექანიზმის მანდატისა და საქმიანობის შესახებ მიიღეს ინფორმაცია. ასევე, ანტი-დისკრიმინაციულ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებზე, ისაუბრეს თვითმმართველი ორგანოების სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების თანასწორობის პრინციპთან შესაბამისობის საკითხებზე.

 

შეხვედრას კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, მერის მოადგილე ზურაბ კოპაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი ესწრებოდნენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner