logo_geo
eng_logo
პიტერ სტანო: საქართველო მიიღებს ყველაფერს, რასაც ევროკავშირი დაჰპირდა, რადგან ეს არის პირობებთან მიმართებაში ჩვენი დამოკიდებულება
- +

15 ივლისი. 2022. 16:21

 

 

„თქვენ მიიღებთ ყველაფერს, რასაც დაგპირდით, საქართველო მიიღებს ყველაფერს, რასაც ევროკავშირი დაჰპირდა, რადგან ეს არის პირობებთან მიმართებაში ჩვენი დამოკიდებულება,“ - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ საუბარში ევროკომისიის სპიკერმა, პიტერ სტანომ განაცხადა.

 

„ევროპულმა საბჭომ ევროკომისიას სთხოვა უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს გაფართოების პაკეტში შეყვანა. გაფართოების პაკეტი ტრადიციულად ქვეყნდება ყოველი წლის ოქტომბერში და ანგარიშის მოსამზადებელი სამუშაო იწყება გაზაფხულიდან. ლოჯისტიკური მიზეზების გამო, ამ წლის გაფართოების პაკეტში ამ სამი ქვეყნის განხილვა შესაძლებელი ვერ იქნებოდა. ევროკომისია წარმოადგენს საქართველოზე ანალიტიკურ ანგარიშს 2022 წლის დეკემბერში, სადაც იქნება საუბარი ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ პირობებზე. როგორც აღვნიშნე, საქართველო მიიღებს იმას, რა დაპირებაც მიიღო და, რა თქმა უნდა, იმავეს ველოდებით საქართველოდანაც, რომ ქვეყანა შეასრულებს ყველაფერს, რაც საჭიროა ამ მნიშვნელოვანი პროცესის გასაგრძელებლად. დეკემბერში იქნება ანალიტიკური ანგარიში და 2023 წლის შემოდგომაზე გაფართოების პაკეტის სრულყოფილი ანგარიში“, - აცხადებს პიტერ სტანო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner