logo_geo
eng_logo
ანექსირებულ ყირიმში რუსეთი სამხედრო წვრთნებს მართავს
- +

19 აგვისტო. 2016. 16:12



რუსეთი ანექსირებულ ყირიმში სამხედრო წვრთნებს მართავს. სწავლება ნახევარკუნძულზე განთავსებული საზღვაო და სახმელეთო ძალების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ეხება.


 ინფორმაციას   სააგენტო „ინტერფაქსი" რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე დიმიტრი ბულგაკოვზე დაყრდნობით ავრცელებს.


უწყების ცნობით, სამხრეთის სამხედრო ოლქში, რომელშიც რუსეთმა ყირიმიც შეიყვანა, წვრთნაში 2500 სამხედრო და 350 ერთეული ტექნიკა მონაწილეობს.


უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველოში კი აცხადებენ, რომ რუსეთი ყირიმში უახლესი შეიარაღების რაოდენობას ზრდის, რომ ნახევარკუნძული სამხედრო ბაზად გადააქციოს.


უკრაინის პრეზიდენტი ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობის გამოცხადებას არ გამორიცხავს, თუ ვითარება სამხრეთ-აღმოსავლეთში კიდევ უფრო გამწვავდება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner