logo_geo
eng_logo
ედიშერ გვენეტაძე ლაშა ჩხიკვაძის განცხადებაზე: ეს არის წარმოუდგენელი რამ! ეს რომ ვინმეს 30 წლის წინ ეთქვა, მსოფლიოს ყველაზე დიდი დემოკრატიის მექის წარმომადგენელი ასე მოიქცევა ჩვენს ქვეყანაშიო, შეურაცხადად ჩათვლიდნენ!
- +

15 ივლისი. 2022. 16:49

 

 

„ეს არის წარმოუდგენელი რამ! ეს არის ის, რომელიც არავის არ ეპატიება არასდროს! ეს არის უდიდესი უარყოფითი პრეცედენტი!“ -  ამ სიტყვებით ეხმაურება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადებას, რომლის თანახმად ჩხიკვაძე ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც მან „მთავარი არხის“ დირექტორის ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენი გამოაცხადა, თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში აშშ-ის საელჩოს ერთ-ერთი თანამშრომელს შეხვდა, რომელმაც საუბრისას გამოჰკითხა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და უთხრა, რომ ელჩს აინტერესებს, ამ საქმეზე რატომ მიიღო მან გამამტყუნებელი განაჩენი და განსაკუთრებით რატომ გამოიყენა სასჯელად თავისუფლების აღკვეთა.

 

„ეს არის წარმოუდგენელი რამ! ეს არის ის, რომელიც არავის არ ეპატიება არასდროს! ეს არის უდიდესი უარყოფითი პრეცედენტი! ეს რომ ვინმეს ეთქვა 30 წლის წინ, მსოფლიოს ყველაზე დიდი დემოკრატიის მექის წარმომადგენელი ასე მოიქცევა ჩვენს ქვეყანაშიო, შეურაცხადად ჩათვლიდნენ! ამიტომ ზოგიერთს უნდა შევახსენო ამ დიადი ქვეყნის გამორჩეული პრეზიდენტის აბრამ ლინკოლნის სიტყვები: „მე სხვებისაგან განსხვავებით მაქვს ერთი უმთავრესი თვისება, სახელდობრ მეგობრებს არ ვაქცევ მტრებად და მტრებს ვაქცევ მეგობრებად"! ვფიქრობ ვისაც ეხება მიხვდება და უნდა გაითვალისწინონ მათი ბრძენი წინაპრის ნათქვამი სიბრძნე!“ - წერს ედიშერ გვენეტაძე ფეისბუქზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner