ბათუმს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სპორტული სიახლე აქვს. რაგბის კლუბი „ბათუმი“ Rugby Europe Super Cup-ზე ითამაშებს. ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
„ბათუმი გამარჯვების ქალაქია! კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სპორტული სიახლე ბათუმს - საქართველოს ჩემპიონი, სარაგბო კლუბი „ბათუმი“ ევროპის რაგბის სუპერთასის ჩემპიონატზე იასპარეზებს. ბათუმს, ქართულ სარაგბო ოჯახს და მთელ საქართველოს ვულოცავ ამ დიდ აღიარებას!“ - ნათქვამის მთავრობის თავმჯდომარის პოსტში.
სუპერთასის ახალი სეზონი სექტემბერში დაიწყება. სუპერთასზე რაგბის კლუბი „ბათუმის“ გარდა კიდევ ერთი ქართული გუნდი „შავი ლომი“ ითამაშებს.
1969 წელს დაარსებულმა „ბათუმმა“, „დინამო არენაზე“ გამართულ ფინალურ შეხვედრაში „ყოჩები“ 23:14 დაამარცხა და 2022 წლის საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.