logo_geo
eng_logo
ვიოლა ფონ კრამონი: გვინდა ვუთხრათ საქართველოს, რომ ძალიან დაინტერესებულები ვართ მჭიდრო თანამშრომლობით ხელისუფლებასთან და ქართველ კოლეგებთან პარლამენტში
- +

15 ივლისი. 2022. 17:59

 

 

„6 კოლეგასთან ერთად და კომიტეტის თავმჯდომარესთან დევიდ მაკალისტერის ხელმძღვანელობით ვეწვევით საქართველოს. ეს იქნება ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მისია ბაქოში, თბილისსა და ერევანში“, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

 

„ჩვენი გვინდა ვუთხრათ საქართველოს, რომ ძალიან დაინტერესებულები ვართ მჭიდრო თანამშრომლობით ხელისუფლებასთან, ქართველ კოლეგებთან პარლამენტში. ძალიან ბევრი საერთო ინიციატივაა მაგიდაზე. ჩვენ გვაინტერესებს 12 პირობის შესასრულებელი 12-პუნქტიანი გეგმა, რომელიც მმართველმა პარტიამ წარმოადგინა, გვინდა ამ პირობების შესრულება ვიხილოთ. შარლ მიშელის დოკუმენტი ჩვენთვის ისევ საბაზისო დოკუმენტია და ასევე ჟანმონეს დიალოგი“, - განაცხადა კრამონმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner