2016 წლის 19 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გამოსცა განკარგულება (N 19/08/01) ბოლნისის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ჭიათურისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტების გამგებლებისა და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შესახებ. განკარგულების თანახმად არჩევნები გაიმართება 2016 წლის 8 ოქტომბერს, განკარგულება კონტრასიგნირებულია პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მიერ.