logo_geo
eng_logo
თბილისის აეროპორტში არადეკლარირებული თანხა გამოავლინეს
- +

15 ივლისი. 2022. 19:59

 

 

თბილისის აეროპორტში არადეკლარირებული თანხა გამოავლინეს, - ამის შესახებ აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

„საბაჟო გამშვებ პუნქტში თბილისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, რუსეთის ფედერაციისა და სომხეთის მოქალაქეების გ.ა.-სა და ნ.გ.-ს როგორც ფიზიკური, ასევე, კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა, ჯამში, 91 900 აშშ დოლარი და 180 ავსტრალიური დოლარი გამოავლინეს.

 

არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით, ჯამში 170 400,1 ლარი შეადგინა.

 

საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ სომხეთის მოქალაქეს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 10518.1 ლარი შეეფარდა, ხოლო რუსეთის ფედერაციის მოქალაქე 15 988 ლარით დაჯარიმდა“, - აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner