logo_geo
eng_logo
რუსეთმა ოკუპირებულ ზაპოროჟიეს ოლქში რუსეთის ხელისუფლების დისკრედიტაცია აკრძალა
- +

15 ივლისი. 2022. 20:29

 

 

უკრაინის დროებით ოკუპირებულ ზაპოროჟიეს ოლქში რუსეთის ხელისუფლების დისკრედიტაცია აიკრძალა.

 

„ზაპოროჟიეს ოლქმა აკრძალა რუსეთის ხელისუფლების დისკრედიტაცია, ასევე ექსტრემისტული ქმედებების გამოვლინება და ნაცისტური სიმბოლოების გამოყენება“, განაცხადა ოლქის ე.წ. სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ევგენი ბალიცკიმ.

 

მსგავსი აკრძალვა მანამდე ხერსონის ოლქშიც ამოქმედდა.

 

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინის ტერიტორიების შეერთების მიზნით, აღნიშნულ ოლქებში რეფერენდუმების ჩატარება რამდენჯერმე დაგეგმა. 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner