უკრაინის დროებით ოკუპირებულ ზაპოროჟიეს ოლქში რუსეთის ხელისუფლების დისკრედიტაცია აიკრძალა.
„ზაპოროჟიეს ოლქმა აკრძალა რუსეთის ხელისუფლების დისკრედიტაცია, ასევე ექსტრემისტული ქმედებების გამოვლინება და ნაცისტური სიმბოლოების გამოყენება“, განაცხადა ოლქის ე.წ. სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ევგენი ბალიცკიმ.
მსგავსი აკრძალვა მანამდე ხერსონის ოლქშიც ამოქმედდა.
ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინის ტერიტორიების შეერთების მიზნით, აღნიშნულ ოლქებში რეფერენდუმების ჩატარება რამდენჯერმე დაგეგმა.