გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის მოსაზრებით, ამ ეტაპზე რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების მოხსნის საფუძველი არ არსებობს.
ანგელა მერკელმა ამის შესახებ „Redaktionsnetzwerk Deutschland"-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
გერმანიის კანცლერის თქმით, ყირიმის ანექსიით და უკრაინის აღმოსავლეთში სამხედრო ქმედებებით მოსკოვმა მძიმე კრიზისის პროვოცირება მოახდინა.
როგორც გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, სანქციების გასაუქმებლად მოსკოვმა მინსკის შეთანხმებები სრულად უნდა შეასრულოს.