logo_geo
eng_logo
ანგელა მერკელი: რუსეთისთვის სანქციების მოხსნის საფუძველი ამ ეტაპზე არ არსებობს
- +

19 აგვისტო. 2016. 16:49



გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის მოსაზრებით, ამ ეტაპზე რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების მოხსნის საფუძველი არ არსებობს.


ანგელა მერკელმა ამის შესახებ „Redaktionsnetzwerk Deutschland"-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.


გერმანიის კანცლერის თქმით,  ყირიმის ანექსიით და უკრაინის აღმოსავლეთში სამხედრო ქმედებებით მოსკოვმა მძიმე კრიზისის პროვოცირება მოახდინა.


როგორც გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, სანქციების გასაუქმებლად მოსკოვმა მინსკის შეთანხმებები სრულად უნდა შეასრულოს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner