2023 წლიდან საქართველოში ბუნებრივი აირის მოპოვების სამუშაოები დაიწყება. რუსთავთან აღმოჩენილი მარაგი 16 მილიარდი კუბური მეტრია.
არ არის გამორიცხული, საქართველოში გაზის მარაგი გაცილებით მეტი იყოს. სამუშაოებს ბრიტანული „ბლოკ ენერჯი“ აწარმოებს. ამ აღმოჩენამ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის ზრდას უნდა შეუწყოს ხელი.