„ენერგომიმართულებით ადგილობრივი რესურსების ათვისება ეკონომიკის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ამ მიმართულებით ინტენსიურად მუშაობენ ინვესტორებთან.
„ენერგომიმართულებით ადგილობრივი რესურსების ათვისება ეკონომიკის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია, იმისთვის, რომ გავზარდოთ ერგოდამოუკიდებლობა და რა თქმა უნდა, საკუთარი გენერაცია გვქონდეს როგორც ელექტროენერგიის მიმართულებით, ისე გაზისა და ნავთობის მიმართულებით. ამ კუთხით ყველაფერს ვაკეთებთ. ძალიან მჭიდროდ ვმუშაობთ ინვესტორებთან და ვფიქრობ, რომ უახლოეს ხანებში ჩვენ ხელშესახები შედეგები გვექნება იმისთვის, რომ დამოკიდებულება იმპორტულ გაზზე, ნავთობსა და ელექტრო ენერგიაზე ეტაპობრივად შევამციროთ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.