logo_geo
eng_logo
უკრაინის პრემიერ-მინისტრი ევროკავშირს მოუწოდებს, რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიაროს
- +

15 ივლისი. 2022. 22:34

 

 

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჯოზეფ ბორელთან საუბრისას, ევროკავშირს მოუწოდა, აღიაროს რუსეთი ტერორისტულ ქვეყნად. ამის შესახებ შმიგალმა Telegram-ში განაცხადა.

 

„ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან ჯოზეფ ბორელთან საუბრისას მოვუწოდე ევროკავშირს, აღიაროს რუსეთი ტერორისტულ ქვეყნად. მისი არმია ხომ სისტემატურად ახორციელებს ტერორისტულ აქტებს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. სარაკეტო დარტყმები ვინიცას ცენტრზე, უნივერსიტეტებზე მიკოლაევში, სავაჭრო ცენტრზე კრემენჩუკში, რკინიგზის სადგურზე კრამატორსკში - ეს ყველაფერი არის ტერორიზმი, რომელსაც შესაბამისი საერთაშორისო განმარტება უნდა ჰქონდეს“, - აღნიშნა პრემიერმა.

 

როგორც Ukrinform იტყობინება, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა მანამდე გამოცემა Politico-სთვის გამოქვეყნებულ სტატიაში დაწერა, რომ რუსეთის „ტერორისტულ სახელმწიფოდ“ აღიარებას მნიშვნელოვანი სამართლებრივი შედეგები მოჰყვება უკრაინის ომის კონტექსტში და გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული დაუყოვნებლივ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner