„პოლონეთი აშშ-ისგან „აბრამსის“ ტიპის 116 ტანკს შეიძენს“, - ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა განაცხადა.
„ჩვენ აშშ-სთან პოლონეთის მიერ „აბრამსის“ 116 ტანკის შეძენის თაობაზე შევთანხმდით.
მანამდე ჩვენ შეკვეთილი გვქონდა 250 „აბრამსის“ ტანკი. შესაბამისად, საერთო ჯამში პოლონეთს ეყოლება 366 ტანკი, რაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს პოლონეთის არმიის თავდაცვით შესაძლებლობებს“, - განაცხადა ბლაშჩაკმა.
ტანკების პირველი პარტია პოლონეთში მომავალი წლის დასაწყისში ჩავა.
ამ ტანკებმა პოლონეთის მიერ უკრაინისთვის მოდერნიზებული T-72-ის ტიპის 240 ტანკის გადაცემა უნდა აანაზღაურონ.