logo_geo
eng_logo
პოლონეთი აშშ-ისგან 116 ტანკს შეიძენს
- +

15 ივლისი. 2022. 23:22

 

 

პოლონეთი აშშ-ისგან „აბრამსის“ ტიპის 116 ტანკს შეიძენს, - ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა განაცხადა.

 

„ჩვენ აშშ-სთან პოლონეთის მიერ „აბრამსის“ 116 ტანკის შეძენის თაობაზე შევთანხმდით.

 

მანამდე ჩვენ შეკვეთილი გვქონდა 250 „აბრამსის“ ტანკი. შესაბამისად, საერთო ჯამში პოლონეთს ეყოლება 366 ტანკი, რაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს პოლონეთის არმიის თავდაცვით შესაძლებლობებს“, - განაცხადა ბლაშჩაკმა.

 

ტანკების პირველი პარტია პოლონეთში მომავალი წლის დასაწყისში ჩავა.

 

ამ ტანკებმა პოლონეთის მიერ უკრაინისთვის მოდერნიზებული T-72-ის ტიპის 240 ტანკის გადაცემა უნდა აანაზღაურონ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner