logo_geo
eng_logo
რუსმა ოკუპანტებმა დონეცკში, ქალაქი ბახმუტი "ურაგანის" რაკეტებით დაბომბეს
- +

15 ივლისი. 2022. 23:44

 

 

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქი ბახმუტი "ურაგანის" ტიპის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების გამოყენებით დაბომბეს, რის შედეგადაც ექვსი ადამიანი დაშავდა.

 

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

 

დამპყრობლების ჭურვები ადგილობრივი ბაზრის ადმინისტრაციასა და მაღაზიების შენობებს მოხვდა. ექვსმა მოქალაქემ ნაღმის აფეთქების შედეგად ჭრილობები მიიღო. გარდა ამისა, დაახლოებით ათი საცხოვრებელი კორპუსი და კერძო შენობა განადგურდა ან დაზიანდა და დაიწვა მანქანები", - ნათქვამია მოხსენებაში.

 

მედიის ცნობით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ომის კანონებისა და წესების დარღვევისთვის (უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე მუხლის 1-ელი ნაწილი).

 

ამასთან, როგორც უკრაინული მედია იუწყება, შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები და მაშველები მუშაობენ, მიმდინარეობს გამოძიება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner