პუბლიცისტი პაატა ქურდაძე მიიჩნევს, რომ პარლამენტის მზაობა, კონსტიტუციაში ქორწინების შესახებ ცვლილების შეტანასთანდ დაკავშირებით, კარგი და მომგებიანი ნაბიჯია.
„დღეს, საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინების პერსპექტივები გამოხატული არ არის და თუ ქვეყანა ამ ეტაპამდე მივა, პრობლემა არც კონსტიტუციის შეცვლა იქნება.
პოლიტიკური თვალსაზრისით, ამ საკითხის წამოწევა 100 %-იანი სვლაა, რადგან არჩევნების წინ იმ ადამიანების კეთილგანწყობას ვიღებთ, რომლებიც ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგნი არიან." - განაცხადა პაატა ქურდაძემ გადაცემაში 2030.