ინტერნეტ მაღაზია www.Be.ge საზაფხულო პროდუქციის ფართო ასორტიმენტს გთავაზობთ: ბაღის ხელსაწყოები, დასვენების ინვენტარი, სპორტული ინვენტარი, კონდიციონერები... ეს ის პროდუქციაა, რომელიც ზაფხულის ცხელ დღეებს გაცილებით გრილსა და სასიამოვნოს გახდის. თუმცა ეს ყველაფერი არ არის, Be.ge-ში თქვენ შეძლებთ 25 ათასამდე სხვადასხვა პროდუქტის შეძენას: მსხვილი და წვრილი საყოფაცხოვრებო, კომპიუტერული ტექნიკა, მობილურები, ავტო და კლიმატური ტექნიკა და სხვა. ონლაინ მაღაზიაში მსოფლიოს ისეთი წამყვანი ბრენდებია წარმოდგენილი, როგორებიცაა: SAMSUNG, SONY, PHILIPS, TOSHIBA, HP, HTC, ASUS, DELL, BEKO, LG, INDESIT და ა.შ.
Be.ge-ში მოქნილი და ინდივიდუალური მიწოდების სერვისი მოქმედებს. მიწოდების სერვისი თბილისის მასშტაბით უფასოა, ხოლო საქართველოს ნებისმიერ რეგიონში პროდუქტის მიტანა დაგიჯდებათ ძალიან დაბალი ფასი. ანგარიშსწორება ხდება პროდუქციის მიწოდების შემდეგ, ხოლო ანგარიშსწორებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენთვის მისაღები ფორმა: ნაღდი, უნაღდო (გადარიცხვით) ან ბარათით.
ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდა შეგიძლიათ: კურიერთან, თბილისის მასშტაბით ამ საქართველოს მასშტაბით მიწოდებისას ან მაღაზიიდან პროდუქტის გატანისას. უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში, იურიდიული და ფიზიკური პირებისთვის აუცილებელია მაღაზიის მენეჯერისგან ინვოისის მიღება. ხოლო ბარათით ანგარიშსწორება შეგიძლიათ საიტზე (ბარათით გადახდა ონლაინ) ან მიწოდების ადგილზე.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ სასურველი ნივთის შესაძენად საკმარისი თანხა არ გაქვთ, ინტერნეტ მაღაზია Be.ge განვადების გაფორმების მოსახერხებელ და კომფორტულ სერვისს გთვაზობთ: სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ გააფორმოთ ონლაინ განვადება საქართველოს ოთხ წამყვან ბანკთან: ბანკი „რესპუბლიკა", „საქართველოს ბანკი", „ლიბერთი ბანკი" და „TBC ბანკი".