logo_geo
eng_logo
მარიუპოლისთვის ბრძოლების დროს უკრაინელმა სამხედროებმა 6 000-ზე მეტი ოკუპანტი გაანეიტრალეს
- +

16 ივლისი. 2022. 00:23

 

 

მარიუპოლისთვის ბრძოლების დროს უკრაინელმა სამხედროებმა 6 000-ზე მეტი რუსი ოკუპანტი გაანეიტრალეს, - ამის შესახებ მარიუპოლის საკრებულოს წარმომადგენელმა პეტრ ანდრიუშჩენკომ განაცხადა.

 

მისივე თქმით, დაღუპული ოკუპანტები აზოვის ბაზრობის შენობაში გადაჰყავთ და მაცივრებში „აწყობენ“.

 

„მარიუპოლში ახალი მორგების რაოდენობის გათვალისწინებით, შესაძლებელი გახდა გამოთვალოთ რამდენი ოკუპანტი დაიღუპა ქალაქში მიმდინარე ბრძოლებში.

 

ზაპოროჟიეს ოლქიდან მაის-ივნისში 4 ათასამდე რუსის ცხედარი შემოიტანეს. მათ ყოველდღიურად 30-50 ცხედრის მცირე პარტიებად მოაქვთ.

 

ნოვოაზოვსკის შემტევი ხაზიდან დაღუპული რუსები არ დაკრძალეს, ისინი დაუყოვნებლივ დაწვეს მოძრავ კრემატორიაში.

 

რუსული მორგისა და დამპყრობლების გვამების შესახებ მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით, მარიუპოლის გმირულმა გარნიზონმა გაანადგურა მინიმუმ 6 000 დამპყრობელი“, - განაცხადა ანდრიუშჩენკომ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner