logo_geo
eng_logo
რუსულმა ძალებმა დნიპრო დაბომბეს
- +

16 ივლისი. 2022. 00:25

 

 

დნიპროს მერის მოადგილე მიხაილო ლისენკოს ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ქალაქი დნიპრო დაბომბეს. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინულ მედიაში ვრცელდება.

 

უკრაინული მედიის ცნობით, აფეთქებების ხმა ქალაქის სხვადასხვა რაიონში ისმოდა.

 

ქალაქ დნიპროზე სარაკეტო იერიშის შედეგად შესაძლოა, წყალმომარაგება გარკვეული დროით შეწყდეს", - წერს ლისენკო.

 

როგორც უკრაინული მედია იუწყება, აფეთქებები დაახლოებით 21:00 საათზე გაისმა. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქში რამდენიმე ადგილას ხანძარი გაჩნდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner