logo_geo
eng_logo
ალიევმა რუსეთი ყარაბაღის შესახებ გარანტიების დარღვევაში დაადანაშაულა
- +

16 ივლისი. 2022. 01:02

 

 

 

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა რუსეთი მთიან ყარაბაღში სამშვიდობო შეთანხმებების გარანტიების დარღვევაში დაადანაშაულა.

 

მისი თქმით, რუსეთმა ყარაბაღიდან სომეხი სამხედროების გაყვანა ჯერ კიდევ არ უზრუნველყო.

 

„რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები დაგვპირდნენ, რომ ივნისამდე ყარაბაღიდან სომეხი სამხედროების გაყვანას უზრუნველყოფდნენ, მაგრამ ეს შეთანხმება ჯერ არ შესრულებულა.

 

აზერბაიჯანმა ეს საკითხი რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას დაუყენა და რამდენიმე თვის წინ, როდესაც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები აზერბაიჯანში იმყოფებოდნენ, მათ ჩვენს თავდაცვის სამინისტროს დაჰპირდნენ, რომ სომეხი სამხედროები ტერიტორიას დატოვებდნენ, მაგრამ ეს არც ივლისში მოხდა“, - განაცხადა ალიევმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner