აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც აბორტის უფლების განხორციელებისთვის ფედერალური გარანტიების უზრუნველყოფას ითვალისწინებს.
ინიციატივას მხარი 219-მა კონგრესმენმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 210 იყო. აღსანიშნავია, რომ „რესპუბლიკური პარტიის“ არცერთმა წევრმა კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.
კანონპროექტის მიზანია, საკანონმდებლო დონეზე გაფორმდეს ის გარანტიები, რომლებიც მიმდინარე წლის ივნისში აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა.
წარმომადგენელთა პალატამ ასევე მხარი დაუჭირა ინიციატივას, რომელიც აძლევს ქალს უფლებას, აბორტის გასაკეთებლად სხვა შტატში გაემგზავროს. კანონპროექტს მხარი 223-მა კონგრესმენმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 205 იყო.