logo_geo
eng_logo
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც აბორტის უფლების ფედერალური გარანტიების უზრუნველყოფას ითვალისწინებს
- +

16 ივლისი. 2022. 10:05

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც აბორტის უფლების განხორციელებისთვის ფედერალური გარანტიების უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

ინიციატივას მხარი 219-მა კონგრესმენმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 210 იყო. აღსანიშნავია, რომ „რესპუბლიკური პარტიის“ არცერთმა წევრმა კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.

კანონპროექტის მიზანია, საკანონმდებლო დონეზე გაფორმდეს ის გარანტიები, რომლებიც მიმდინარე წლის ივნისში აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა.

წარმომადგენელთა პალატამ ასევე მხარი დაუჭირა ინიციატივას, რომელიც აძლევს ქალს უფლებას, აბორტის გასაკეთებლად სხვა შტატში გაემგზავროს. კანონპროექტს მხარი 223-მა კონგრესმენმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 205 იყო. 

right_banner right_banner
არქივი
right_banner