logo_geo
eng_logo
ტოივო კლაარი: გამოვხატე ევროკავშირის მხარდაჭერა აზერბაიჯანისა და სომხეთის გადაწყვეტილების მიმართ, გამართონ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა საქართველოში
- +

16 ივლისი. 2022. 11:18

ევროკავშირი მხარდაჭერას უცხადებს სომხეთისა და აზერბაიჯანის გადაწყვეტილებას, საქართველოში ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით. ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი Twitter-ზე წერს.

მქონდა შესანიშნავი შეხვედრები აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან ჯეიჰუნ ბაირამოვთან და ვიცე-პრემიერ მუსტაფაევთან. შეფასდა სამშვიდობო პროცესის მდგომარეობა. ასევე გამოვხატე ევროკავშირის მხარდაჭერა აზერბაიჯანისა და სომხეთის გადაწყვეტილების მიმართ, გამართონ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა საქართველოში“, – წერს ტოივო კლაარი.

დღეს სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები თბილისში შეხვედრას გამართავენ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner